
ავტორი
Front News საქართველო
ეს განხილვა მიუთითებს ერთ რამეს – საქართველოს არჩევნები არის ძალიან დიდი ყურადღების ქვეშ და ბიძინა ივანიშვილის დასაბრუნებელი გზა ჩვენს პარტნიორებთან ურთიერთობის დასალაგებლად აღარ არსებობს, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს არცერთი პარტნიორი ბიძინა ივანიშვილს მეგობრად არ აღიქვამს.
“არცერთი ჩვენი პარტნიორი, რომელიც არის ქართველი ხალხის მეგობარი, არ აღიქვამს ბიძინა ივანიშვილს არა თუ მეგობრად, არამედ ისინი აღიქვამენ საქართველოს მოქალაქეების ძალიან მნიშვნელოვან მტრად.
ეს განხილვა მიუთითებს ერთ რამეს – საქართველოს არჩევნები არის ძალიან დიდი ყურადღების ქვეშ და ბიძინა ივანიშვილის დასაბრუნებელი გზა ჩვენს პარტნიორებთან ურთიერთობის დასალაგებლად აღარ არსებობს, იმიტომ, რომ სანქციები გზაშია და ეს სანქციები ბიძინამდე აუცილებლად მივა”, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
დღეს ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ იმსჯელებენ. განხილვა თბილისის დროით, 17:00 საათზე დაიწყება, სადაც მოხსენებით წარდგება ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი. განსახილველ საკითხებს შორის ყველა ის პრობლემატური თემა მოხვდება, რამაც საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი შეაჩერა.
თაგები:
ხატია დეკანოიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს