ხატია დეკანოიძე – ეს შეიძლება განვიხილოთ, როგორც ოპოზიციის რეპრესია, რასაც არ გამოვრიცხავ, ახალი ინიციატივები მოჰყვეს პარლამენტში


ავტორი
Front News საქართველო
ეს შეიძლება განვიხილოთ, როგორც ოპოზიციის რეპრესია, რასაც, არ გამოვრიცხავ, ახალი ინიციატივები მოჰყვეს პარლამენტში სექტემბერში, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ “რეგიონული განვითარებისა და ხელშეწყობის ცენტრის“ განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა.
“ოპოზიციური პარტიების ფინანსური კუთხით რეპრესიები, ოპოზიციური პარტიების შემოწირულობის კონტექსტში ბიზნესის კიდევ უფრო შეკვეცა და მათი რეპრესიებიც ზუსტად გულისხმობს “ქართული ოცნების“ მრავალწლიანი საქმიანობის შედეგს. ეს გულისხმობს, რომ ოპოზიცია უნდა იყოს რეპრესირებული. მათთან აფილირებული მსგავსი ადამიანების მიერ გამოითქმევა ხოლმე ის იდეა, რომელიც სწორედ პარლამენტში “ქართული ოცნების“ მიერ შეწოვილია და ამ მიმართულებით მიმდინარეობს ხოლმე “ქართული ოცნების“ ძალისხმევა. ეს შეიძლება განვიხილოთ, როგორც ოპოზიციის რეპრესია, რასაც, არ გამოვრიცხავ, ახალი ინიციატივები მოჰყვეს პარლამენტში სექტემბერში.
იციან, რომ მათთვის 2024 წელი იქნება ძალიან მძიმე ძალაუფლების დათმობის კონტექსტში და “ქართული ოცნება“ შეეცდება, რეპრესიები განახორციელოს ოპოზიციის მიმართ.
საერთოდ ვერ გავიგე ამ ადამიანის მოსაზრება, ან ვინ არის ეს ადამიანი, ან რა შუაშია. ვფიქრობ, სულ მალე გამოჩნდება, რომ ეს ადამიანი “ქართულ ოცნებასთან“ კავშირშია“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
“რეგიონული განვითარებისა და ხელშეწყობის ცენტრი“ აუდიტის სამსახურს მიმართავს, დაიწყოს მოკვლევა პარტიების მიერ არასამთავრობო ორგანიზაციების შექმნის გზით უკანონო შემოწირულებების მიღებასთან დაკავშირებით.
თაგები:
ხატია დეკანოიძე