ხატია დეკანოიძე - გაჩუმებულ ბიზნესს ამის შემდეგ პოლიცია შეუვარდება მაღაზიებში და ფასების რეგულაციას მოსთხოვს, კიდევ ბევრ რამეს

ავტორი
Front News საქართველო
რეჟიმი სუპერმარკეტებს მიადგა. ეკონომიკაზე, ბაზრის პრინციპზე ან გადასახადებზე კი არ ლაპარაკობენ, პოლიციას მოუწოდებს კობახიძე, შევარდეს მარკეტებში და ფასები შეისწავლოს, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, ქვეყანა კორუფციის ჭაობშია.
“რეჟიმი სუპერმარკეტებს მიადგა. ეკონომიკაზე, ბაზრის პრინციპზე ან გადასახადებზე კი არ ლაპარაკობენ, პოლიციას მოუწოდებს კობახიძე, შევარდეს მარკეტებში და ფასები შეისწავლოს.
სხვათა შორის უნგრეთში ტყუილად არ დადიან..
ორბანმა 2025 წლის 17 მარტიდან სუპერმარკეტებისთვის შემოიღო სავალდებულო 10%-იანი ზღვარი მოგების მარჟაზე 30 ძირითადი საკვები პროდუქტისთვის (რძე, ხორცი, ფქვილი, მზესუმზირას ზეთი და სხვ.). ეს ზომა ვრცელდება იმ საცალო ქსელებზე, რომელთა შემოსავალი გარკვეულ ზღვარს აღემატება. დარღვევის შემთხვევაში გათვალისწინებულია სერიოზული ჯარიმები და სანქციები.
როგორც ჩანს, ამ პრინციპს მისდევს რეჟიმი. თუმცა უნგრეთი ევროკავშირშია. ჩვენ - კორუფციულ ჭაობში.
ქართულ გაჩუმებულ ბიზნესს ამის შემდეგ პოლიცია შეუვარდება მაღაზიებში და ფასების რეგულაციას მოსთხოვს. კიდევ ბევრ რამეს.
მედია, რომელსაც არ ეხმარებიან, ვეღარ გააშუქებს პოლიციის რეიდებს, რადგან შეიძლება ჩაქრეს“, - წერს ხატია დეკანოიძე.
თაგები:
ხატია დეკანოიძე




