
ავტორი
Front News საქართველო
ღარიბაშვილის განცხადება, რომ მას “გარედან მითითება” არ ჭირდება, ძალიან სახიფათოა, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ხატია დეკანოიძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის წლის შემაჯამებელი მოხსენების კომენტირებისას განაცხადა.
მისივე თქმით, საერთაშორისო პარტნიორების გარეშე, საქართველოს მტერთან პირისპირ დარჩენა არ შეიძლება.
“ღარიბაშვილის განცხადება, რომ მას “გარედან მითითება” არ ჭირდება, არის ძალიან სახიფათო, ასეთი განცხადებები კეთდებოდა იანუკოვიჩის მიერ, როდესაც ის საუბრობდა, რომ დასავლელ პარტნიორებს არ ქონდათ უფლება შეეფასებინათ უკრაინაში არსებული მდგომარეობა.ღარიბაშვილის იმიჯი კარგად ვიცით საერთაშორისო ასპარეზზე, მათ შორის ის სკანდალური განცხადებები და ზიზღის ენა, რომლითაც ის გამოირჩევა, როგორც საქართველოს ისტორიაში ყველაზე აგრესიული ენის მქონე პრემიერ-მინისტრი. ამიტომ, შესაბამისად, მას ახალი და განსაკუთრებული არაფერი უთქვამს, გარდა იმისა, რომ ასეთი განცხადებები შემაშფოთებელი და სახიფათოა საქართველოს სტრატეგიული ინტერესებისთვის. ყველას უნდა ესმოდეს, რომ საქართველო არ შეიძლება დარჩეს მარტო მტერთან პირისპირ” , – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს