Logo

ხატია დეკანოიძე – ღიად მოვუწოდებ პრეზიდენტს, საკუთარი პასუხისმგებლობა აიღოს და გაათავისუფლოს ნიკა გვარამია

პოლიტიკა
02.11.2022 / 12:09
Frontnews image description

საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს ღიად მოვუწოდებ, რომ საკუთარი პასუხისმგებლობა აიღოს ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით და გაათავისუფლოს ნიკა გვარამია, – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა  ხატია დეკანოიძემ თბილისის სააპელაციო სასამართლოს წინ გამართულ საპროტესტო აქციაზე განაცხადა, სადაც ნიკა გვარამიას მხარდამჭერები სასამართლოს გადაწყვეტილებას აპროტესტებენ.

 

დეკანოიძის განცხადებით, ნიკა გვარამიას თავისუფლება პირდაპირ კავშირშია ქვეყნის ევროპულ მომავალთან.   

 

“ნიკას თავისუფლება არ არის მხოლოდ და მხოლოდ ერთი ადამიანის თავისუფლება, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოს ევროპული ინტეგრაციისთვის, მათ შორის 12 პუნქტის შესასრულებლად, ვინაიდან პირდაპირ წერია ევროპარლამენტის რეზოლუციასა  და  12 პუნქტში, რომ მედია თავისუფლებისთვის ნიკას თავისუფლება არის უმნიშვნელოვანესი.  მიუხედავად იმისა,  რომ ვიცი ნიკას დამოკიდებულება ამ საკითხისადმი, საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს ღიად მოვუწოდებ, რომ საკუთარი პასუხისმგებლობა აიღოს ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით და გაათავისუფლოს ნიკა გვარამია.  როდესაც ის მოუწოდეს პოლიტიკურ სუბიექტებს პასუხისმგებლობისაკენ,  ახლა მან აიღოს პასუხისმგებლობა და გამოიყენოს შეწყალების ინსტრუმენტი“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.  

 

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები