
ავტორი
Front News საქართველო
მინდა ამ გაუბედურებულ ზიზღის ჭაობში, რადიკალიზმში მისი პასუხები გამოვარჩიო, – ასე ეხმაურება ოპოზიციონერი დეპუტატი ხატია დეკანოიძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მედიასთან შეხვედრას.
“გუშინ სალომე ზურაბიშვილს შეცდომა არ დაუშვია. მისი ხაზი და პასუხები იყო სწორი, გამართული და მოზომილი.
მე მას არ ვეთანხმები სააკაშვილის ბრალთან და სასჯელთან დაკავშირებით, მაგრამ მაინც მინდა ამ გაუბედურებულ ზიზღის ჭაობში, რადიკალიზმში მისი პასუხები გამოვარჩიო.
ძალიან კარგი იყო “იმედთან” პოლემიკაშიც. არ მგონია, მისი ლანძღვა ოპოზიციურ ფლანგზე სწორი იყოს”, – წერს დეკანოიძე.
თაგები:
ხატია დეკანოიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს