Logo

ხატია დეკანოიძე - იჩივლონ, კიდევ უფრო მეტი ადამიანი გაიგებს, რომ არსებობდა წამების მანქანები

პოლიტიკა
118
Frontnews image description

გომელაური ”ქართულმა ოცნებამ" დაავალდებულა, რაღაც კომენტარი უნდა გააკეთო იმიტომ, რომ ივანიშვილს აქვს ისტერიკაო, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის” ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ვახტანგ გომელაურის კომენტარი ადასტურებს, რომ 13 წელია, ქიმიური ნაერთები იდო შინაგან საქმეთა სამინისტროში.

"გომელაური არასდროს დიდი და მაღალი ინტელექტით არ გამოირჩეოდა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში "ქართულმა ოცნებამ" დაავალდებულა, რაღაც კომენტარი უნდა გააკეთო იმიტომ, რომ ივანიშვილს აქვს ისტერიკაო. ივანიშვილს ხომ აქვს სანქციები და მას ეს ძალიან არ უყვარს, არ მოსწონს და ეშინია, რა თქმა უნდა, მაგრამ მას ხომ ეს პარანოიდური შიშები აქვს კიდევ ზემოდან, ამიტომ ზუსტად ვხვდებით ხოლმე პროპაგანდას რა სენსორები აქვს ხომ. კაცი გამოდის და რას ამბობს - ადასტურებს, რომ ასეთი ქიმიური ნაერთები იდო შინაგან საქმეთა სამინისტროში, 13 წელია, არიან ხელისუფლებაში, 13 წლის განმავლობაში აღმოჩნდა, რომ ვერ გამოიძიეს, ვერ იპოვეს. მერე რა, მიხეილ სააკაშვილი გადმოიპარა, დეკანოიძე, თუ რომელი გადმოიპარა და ვთქვათ, ხარებასთან ერთად შეურიეს ეს ქიმიური ნაერთი თუ რაზე ლაპარაკობს.

"ქართული ოცნების" მომხრეებს მინდა ავუხსნა, რომ მთავარი პრობლემა არის ის, რომ ამ წლის განმავლობაში 500-ზე მეტი ადამიანია ნაწამები, დაჭერილი არიან იზოლატორებში და ახლა რომ ამბობენ, წავალთ, გიჩივლებთო, კი ბატონო, ილაპარაკონ, ძალიან კარგია, იჩივლონ, კიდევ უფრო მეტი ადამიანი გაიგებს, რომ არსებობდა წამების მანქანები, დაინტერესდებიან სახელმწიფოები, რომ ქალებს აშიშვლებენ, აწამებენ ადამიანებს", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ. 

შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა BBC-ზე გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ეს ნივთიერებები ნამდვილად ჰქონდა შეძენილი შსს-ს და იყენებდა მას, ოღონდ 2012 წლამდე.

Advertisement