ხატია დეკანოიძე – იმისთვის, რომ მსგავსი კრიტიკული ტექსტები აღარ იყოს ჩვენი ქვეყნის მისამართით, აუცილებელია, ხელისუფლება შეიცვალოს


ავტორი
Front News საქართველო
მე ვფიქრობ, რომ უკვე ყველაფერი გასაგებია ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისათვის, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, გამოსავალი იმისთვის, რომ მსგავსი კრიტიკული ტექსტები აღარ იყოს ქვეყნისადმი, არის ხელისუფლების შეცვლა.
“მე ვფიქრობ, რომ უკვე ყველაფერი გასაგებია ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისათვის. ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება, რა თქმა უნდა, აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ საქართველო დატოვოს იზოლაციაში. გამოსავალი იმისთვის, რომ მსგავსი კრიტიკული ტექსტები აღარ იყოს ჩვენი ქვეყნის მისამართით მიმართული, აუცილებელია, რომ შეიცვალოს ხელისუფლება და ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი, ეს არის აუცილებელი ფაქტორი და რა თქმა უნდა, ეს არის გარდაუვალი 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ
ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესმა საქართველოს შესახებ დეკლარაცია მიიღო, რომელშიც გამოხატავს ღრმა შეშფოთებას საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის აშკარა ნიშნებისა და ადამიანის უფლებების შესუსტების გამო, რაც გამოიხატება საზოგადოების გაზრდილი პოლარიზაციით და ევროპის საბჭოს სტანდარტების საწინააღმდეგო კანონების ამოქმედებით.
თაგები:
ხატია დეკანოიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს