
ავტორი
Front News საქართველო
იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება “ქართული ოცნების“ მიერ წამოწყებული ავანტიურაა. ეს არის პროცესი კანდიდატის სტატუსისთვის კიდევ ერთი დაბრკოლების შესაქმნელად, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, კონსტიტუციას არღვევს საქართველოს ხელისუფლება და არა პრეზიდენტი.
“ქართულმა ოცნებამ“ იცის, რომ მათ 100 ხმა არ აქვთ, ამიტომ ეს არის მათ მიერ წამოწყებული ავანტიურა, ბიძინა ივანიშვილის მიერ წამოწყებული ავანტიურა, რაც იმას გულისხმობს, რომ ყურადღების ფოკუსი გადაიტანონ მათ ავანტიურაზე, ამ პროცესზე.
საერთაშორისო მხარდაჭერა ექნება საქართველოს პრეზიდენტს, რადგან ვინც არღვევს კონსტიტუციას, ეს ნამდვილად არის საქართველოს ხელისუფლება და გააძლიერებენ ანტიდასავლურ პროპაგანდას. ამიტომ, ვფიქრობ, ეს არის პროცესი რუსული ქაოსის და კანდიდატის სტატუსისთვის კიდევ ერთი დაბრკოლების შესაქმნელად“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
თაგები:
ხატია დეკანოიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს