ხატია დეკანოიძე – იპოთეკური სესხის პროცენტი არის ძალიან მაღალი, ეს სახელმწიფოს ბრალია, ვინაიდან ინფლაცია იმატებს, ლარი უფასურდება


ავტორი
Front News საქართველო
უუნარო სახელმწიფო, მაღალი ინფლაციით და კლეპტოკრატიით, ბანკებისთვის მაღალი რისკია, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ოპოზიციონერი დეპუტატი ხატია დეკანოიძე წერს.
“იპოთეკური სესხის პროცენტი არის ძალიან მაღალი. ეს სახელმწიფოს ბრალია, ვინაიდან ინფლაცია იმატებს, ლარი უფასურდება, რისკები იზრდება.
სახელმწიფოს ბრალია ეს მონური პროცენტი ზუსტად, როცა მთელი საშუალო ფენა 20 წელზე მეტი ვიხდით სახლის იპოთეკის პროცენტს და და იმაზე მეტს, ვიდრე სესხი ავიღეთ. უუნარო სახელმწიფო, მაღალი ინფლაციით და კლეპტოკრატიით, ბანკებისთვის მაღალი რისკია”, – წერს დეკანოიძე.
დღეს თბილისში აღსრულების ეროვნულმა ბიურომ კეკელიძის ქუჩაზე ოჯახი გამოასახლა. სოციალური სამართლიანობის ცენტრის ინფორმაციით, ამ კვირაში კიდევ ორი ოჯახის გამოსახლება იგეგმება.
თაგები:
ხატია დეკანოიძე

ხატია დეკანოიძე – თეა წულუკიანი არის ადამიანი, რომელიც ძალიან კარგად არის “კანონიერ ქურდებთან” და კრიმინალებთან

ხატია დეკანოიძე – ეს არის პირველი ნაბიჯი, რომ ეს ადამიანები ძალიან მალე მოხვდებიან საერთაშორისო პარტნიორების სანქციების ნუსხაში

ხატია დეკანოიძე – თუ აქამდე შეიძლებოდა ამის გაკეთება, აქამდე რატომ არ გაკეთდა? წინასაარჩევნოდ გააკეთეთ ეს ყველაფერი