ხატია დეკანოიძე – ის ადამიანები თუ გრძნობენ პასუხისმგებლობას სიაში მოხვედრის და გამორჩენის გამო რომ კიოდნენ ტელევიზიებში – ჩამოდი მეგობარო!


ავტორი
Front News საქართველო
“ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი წევრი ხატია დეკანოიძე მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება.
“ადამიანურად ძალიან ვწუხვარ და მეცოდება მიხეილ სააკაშვილი.
ის ადამიანები თუ გრძნობენ პასუხისმგებლობას სიაში მოხვედრის და გამორჩენის გამო რომ კიოდნენ ტელევიზიებში – ჩამოდი მეგობარო! ფიქცია, ოპოზიციის ბუტაფორია ხალხი.
ახლაც აგრძელებენ ურცხვად. დაასრულეთ ამ ადამიანით სპეკულაციები. გეყოთ სინდისი და პასუხისმგებლობა. ცოდოა”, – წერს დეკანოიძე.
იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ დღეს განაცხადა, რომ სტრასბურგის სასამართლომ უარი უთხრა მიხეილ სააკაშვილს ვარშავაში გადაყვანაზე და სახელმწიფოს არ დაავალა ქვეყნის შიგნით მისი სხვა სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა.
თაგები:
ხატია დეკანოიძე

ხატია დეკანოიძე – ყველა ის ადამიანი, რომელიც არის რეალურად ამ დანაშაულებრივ სქემაში ჩართული, უნდა იყოს ისეთ სიაში, როგორიცაა “მაგნიტსკის სია“

ხატია დეკანოიძე – თუ მას სჭირდება უსაფრთხოების რაიმე სახის გარანტიები და ფიქრობს, რომ ამან შეიძლება გადაარჩინოს, ეს ასე არ იქნება

მეუფე გრიგოლი – სიტყვას არ აკონტროლებენ, პასუხისმგებლობას არ გრძნობენ და თუ დაჩაგრეს ვინმე, გახარებული არიან და თვითკმაყოფილები, რა კარგად დაიცვეს ქრისტე