Logo

ხატია დეკანოიძე - ის წარმოუდგენელი ტალახი, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობდით, აღმოჩნდა, რომ არის სიმართლე

პოლიტიკა
215
Frontnews image description

ის წარმოუდგენელი ტალახი, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობდით, აღმოჩნდა, რომ არის სიმართლე, ამ ტალახში რეჟიმი და თავად ბიძინა ივანიშვილია ჩაფლული და ცდილობს, რომ რაღაცნაირად გადაურჩეს სანქციებს, - ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისივე თქმით,  ბიძინა ივანიშვილი რომელ სალაფავსაც დაუდგამს მისი გუნდის წევრებს, მას აუცილებლად წაართმევს. 

"ივანიშვილი ვისაც გადაწყვეტს, ის იქნება ე.წ. რუსული არჩევნების კანდიდატი. მისი ბუნება არის ასეთი, იმ სალაფავს, რომელსაც დაგიდგამს, აუცილებლად წაგართმევს.  ახლა ჩვენ მივიღეთ ივანიშვილის მიერ საერთო ყულაბაში ფულის შეგროვების მცდელობები. ახლა ის, რაც მან აჭამა ადამიანებს, ის უკან უნდა მიიტანონ იმიტომ, რომ სჭირდება მას ფული და  თვლის კიდეც, რომ ყველაფერი მისია. 

ის წარმოუდგენელი ტალახი, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობდით, აღმოჩნდა, რომ არის სიმართლე, ამ ტალახში რეჟიმი და თავად ბიძინა ივანიშვილია ჩაფლული და ცდილობს, რომ რაღაცნაირად გადაურჩეს სანქციებს, მაგრამ, ჩემი მოსაზრებით, ღარიბაშვილიც და ბიზნესიც, ივანიშვილის აზრით, მისია",  - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

Advertisement