
ავტორი
Front News საქართველო
ზიზღი, რომელიც მოდის ნიღბიანი პოლიციელების მხრიდან – საშინელი აღსაქმელია. სიძულვილს ასხივებენ. ჩემი რჩევაა: სპეცრაზმთან შეგონებით ლაპარაკს აზრი არ აქვს. არ შეიძლება მათთან კეკლუცობა და გულების წერა ფარებზე, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ოპოზიციონერი დეპუტატი ხატია დეკანოიძე წერს.
“დარბევის და ცემის კადრებს თავიდან ვუყურებ. ყველა საჯარო მტკიცებულებას ვაგზავნით საერთაშორისო ორგანიზაციებში.
თუმცა, ზიზღი, რომელიც მოდის ნიღბიანი პოლიციელების მხრიდან – საშინელი აღსაქმელია. სიძულვილს ასხივებენ. ჩემი რჩევაა: სპეცრაზმთან შეგონებით ლაპარაკს აზრი არ აქვს. არ შეიძლება მათთან კეკლუცობა და გულების წერა ფარებზე.
ისინი ყველას იმეტებენ. ამ ადამიანების სოციალური იზოლაცია უნდა მოხდეს და აქციებზეც საფრთხის მომეტებული გრძნობით უნდა შევხედოთ. პატიოსანი ადამიანები დღემდე მწერენ, მაგრამ სისტემამ იცის ვინ დააყენოს წინა რიგებში.
პოლიციაში შეიქმნა იერაქრია, სადაც ყველა წამყვან თანამდებობაზე ინდოქტრინირებული ქოცია. მათ კანონის წინაშე პასუხი უნდა აგონ ძალადობოსთვის.
ნუ დავეხმარებით პროპაგანდას, რომ სოცქსელები ნიღბიანების ყვავილებიანი ფარების სურათებით გადაავსოს.
სიფრთხილე, სიფხიზლე და უნდობლობა რეჟიმის მიმართ”, – წერს დეკანოიძე.
თაგები:
ხატია დეკანოიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს