
ავტორი
Front News საქართველო
ხელისუფლებაში იციან, რომ ამ კანონმდებლობის მიხედვით ევროკავშირში გაწევრიანების ფანჯარა შეიძლება დაიხუროს, მაგრამ მაინც იმავეს აკეთებენ. ეს არის მიზანმიმართული საბოტაჟი საქართველოს ეროვნული ინტერესების, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
მისი თქმით, უმრავლესობაში ყველა გამოდის ბიძინა ივანიშვილის სახელით და არა ქართველი ხალხის.
“საქართველოს ხელისუფლება უარს ეუბნება ევროკავშირს და მე ვფიქრობ, რომ დიდი დრო აღარ დარჩა მანამდე, როდესაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი, უმრავლესობის ლიდერიც და ყველა ის ადამიანი, რომელიც გამოდის ბიძინა ივანიშვილის სახელით და არა საქართველოს სახელმწიფოს სახელით, იტყვის იმავეს, ანუ ამ კანონმდებლობის მიხედვით მათ იციან, რომ ევროკავშირში გაწევრიანების ფანჯარა შეიძლება დაიხუროს, მაგრამ მაინც იმავეს აკეთებენ, რაც ნიშნავს იმას, რომ ეს არის მიზანმიმართული საბოტაჟი საქართველოს ეროვნული ინტერესების”, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
თაგები:
ხატია დეკანოიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს