
ავტორი
Front News საქართველო
რუსებისთვისაც კი არაფერს წარმოადგენს ბიძინა ივანიშვილი, ამიტომ, მას ლეგიტიმაცია სჭირდება ისე, როგორც არასდროს, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ივანიშვილისთვის მნიშვნელოვანია, ჰქონდეს მმართველობის პაკეტი.
“ბიძინა ივანიშვილს სჭირდება ლეგიტიმაცია ისე, როგორც არასდროს, იმიტომ, რომ ლეგიტიმაციის გარეშე ივანიშვილი არაფერს წარმოადგენს, არა მხოლოდ საერთაშორისო არენაზე, არამედ ზოგადად ქვეყნის შიგნით და მე უფრო მეტსაც გეტყვით, რუსებისთვისაც კი არაფერს წარმოადგენს ბიძინა ივანიშვილი, ამიტომ, მას ლეგიტიმაცია სჭირდება ისე, როგორც არასდროს.
ივანიშვილის მთავარი ამოცანაა, ჰქონდეს ლეგიტიმაცია, პარლამენტი შედგეს, საერთაშორისო თანამეგობრობამ აღიაროს ეს არჩევნები, 26 ოქტომბრის ეს გაყალბებული არჩევნები და ყველაზე მნიშვნელოვანი – მას ჰქონდეს მმართველობის პაკეტი”, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
თაგები:
ხატია დეკანოიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს