Logo

ხატია დეკანოიძე - იზოლაცია ყველასთვის და მათ შორის მათთვისაც არის ძალიან სერიოზული პრობლემა

პოლიტიკა
227
Frontnews image description

ახლა გადაწყვიტეს, რომ საგარეო ოპტიკა შეცვალონ, თორემ ბიძინა ივანიშვილს, რა თქმა უნდა, იზოლაციის გარდა არაფერი აღელვებს, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა. 

მისივე თქმით, ბოლო გამოკითხვებით, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" ჩაატარა, თავიანთი ამომრჩელივე აცხადებს, რომ დასავლეთთან ურთიერთობის გაფუჭება არ სურს.

"ბოლო გამოკითხვებით, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" ჩაატარა, თვითონ მათივე მომხრეები ამბობენ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროპასთან ურთიერთობის დაძაბვა და საქართველოს ბედის გადაწყვეტა აშხაბადში პუტინთან ერთად ვიზიტის შემდეგ, რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან მძიმე საქართველოსთვის და ამიტომ, იზოლაცია ყველასთვის და მათ შორის მათთვისაც არის ძალიან სერიოზული პრობლემა.

ახლა გადაწყვიტეს, რომ საგარეო ოპტიკა შეცვალონ, თორემ ბიძინა ივანიშვილს, რა თქმა უნდა, იზოლაციის გარდა არაფერი აღელვებს", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები