Logo

ხატია დეკანოიძე – ჯერჯერობით ევროკავშირს საქართველოსთან დაკავშირებით ხელი არ ჩაუქნევია

პოლიტიკა
1030
Frontnews image description

ჯერჯერობით ევროკავშირს საქართველოსთან დაკავშირებით ხელი არ ჩაუქნევია, – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ხატია დეკანოიძემ განაცხადა. 

 

მისი თქმით, სამიტი, სადაც საქართველოსათვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაზე იმსჯელებენ, მომდევნო წლის ოქტომბერში გაიმართება.

 

“დეკემბერში დაელოდებიან, საკანონმდებლო ბაზა რა არის მიღებული, არ არის გამორიცხული მარტსა და აპრილში მოხდეს შეფასება, შემდეგ ოქტომბერში უკვე იქნება გადაწყვეტილებების მიღების პერიოდი, იქნება სამიტი, სადაც გაფართოებაზე იმსჯელებენ, მათ შორის უკრაინა და მოლდოვა გაწევრიანების მიზნით, ერთი ნაბიჯით უკვე მაღლა გადავლენ, იქნება საკითხი მისცენ თუ არა საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. ჩვენი პარტნიორები ამბობენ, რომ თუ საქართველოსთვის ეს ფანჯარა დაიხურა, მაშინ ეს დაიხურება კიდევ ერთი ათწლიანი პერიოდით და მეტით“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

Advertisement