
ავტორი
Front News საქართველო
ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ 26 ოქტომბერს, რადგან ეს ქართველი ხალხის არჩევანია და ეს იქნება ქართველი ხალხის ისტორიული გამარჯვება და რა თქმა უნდა, ხალხი არასდროს დაუშვებს იმას, რომ ბიძინა ივანიშვილმა ქვეყანა დატოვოს იზოლაციაში, – ამის შესახებ ” ნაციონალური მოძრაობის” ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ყველაზე დიდი ინტერესია, რომ ბიძინა ივანიშვილი დარჩეს წარსულში.
“ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ 26 ოქტომბერს, რადგან ეს ქართველი ხალხის არჩევანია და ეს იქნება ქართველი ხალხის ისტორიული გამარჯვება და რა თქმა უნდა, ხალხი არასდროს დაუშვებს იმას, რომ ბიძინა ივანიშვილმა ქვეყანა დატოვოს იზოლაციაში. ჩვენ ავირჩევთ ევროკავშირს, კეთილდღეობას და მოლაპარაკებებიც ძალიან მალე გაიხსნება ევროკავშირთან. ამისთვის ვემზადებით ყველანი, ძალიან მოტივირებულები ვართ და ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ სიტყვები, ეს არის ის, რაც არის ჩვენი ყველაზე დიდი ინტერესი, რომ ბიძინა ივანიშვილი დარჩეს წარსულში, ჩვენ კი წავიდეთ მომავალში ევროკავშირისკენ”, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
თაგები:
ხატია დეკანოიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს