
ავტორი
Front News საქართველო
ჩვენი ხალხი ზუსტად ხვდება იმას, რომ ევროკავშირი ეს არის კეთილდღეობა, მშვიდობა, ხოლო ივანიშვილი და ხელისუფლება ეს არის ძალადობა და ქაოსი, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოში ყველა პროექტი ევროკავშირის მიერ არის დაფინანსებული.
“ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი, პრაქტიკულად, დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ, მაგალითად – გზები, წყალგაყვანილობა, ფერმერული თუ კონკრეტულად სასოფლო სამეურნეო ტექნიკა, ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ ტყუილს და მართალს ჩვენი ხალხი ძალიან ადვილად არკვევს და ჩვენი ხალხი ზუსტად ხვდება იმას, რომ ევროკავშირი ეს არის კეთილდღეობა, მშვიდობა – ხოლო ივანიშვილი და ხელისუფლება ეს არის ძალადობა და ქაოსი”, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
ევროკომისიის გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, რომ სამოქალაქო საზოგადოებასთან შედარებით, საქართველოს სამინისტროებს ევროკავშირის მხრიდან 10-ჯერ მეტი თანხა გამოეყო, რომელიც სხვადასხვა სამინისტროებზე გადანაწილდა.
თაგები:
ხატია დეკანოიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს