Logo

ხატია დეკანოიძე – ხელისუფლება სამწუხაროდ, ამ გადაწყვეტილებასაც იყენებს საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ

პოლიტიკა
19.12.2022 / 14:20
Frontnews image description

არავითარი შეცვლილი რიტორიკა “ქართული ოცნების“ ხელისუფლებისგან არ გამიგია, მათი პროპაგანდისტული ხაზი კვლავ არის, რომ საქართველოს ხელისუფლება იყო “პასუხისმგებელი“ სამხედრო აგრესიაზე, რომელიც განხორციელდა რუსეთის ფედერაციის მხრიდან, ეს არის საგანგაშო მაშინ, როდესაც ისტორიაში უკვე ყველაზე მაღალი ტრიბუნიდან, სამართლებრივი მექანიზმით დამტკიცდა, რომ საქართველოში სამხედრო აგრესია განახორციელა რუსეთმა, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

 

“რუსი სამხედროები პასუხისმგებლები არიან ეთნოწმენდაზე, პასუხისმგებლები არიან სამხედრო აგრესიაზე და ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს კვლავ საპირისპირო. ეს არის საგანგაშო. საერთოდ სხვა უნდა ყოფილიყო ეროვნული ხელისუფლების სულისკვეთება და გზავნილები, საერთოდ სხვა უნდა ყოფილიყო საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი პირებისგან ის გზავნილები, რომელიც საქართველოს სახელმწიფო ინტერესების თანმდევი იქნებოდა და არ იქნებოდა მიმართული საქართველოს სახელმწიფო და ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ. მათ შორის კომპენსაციის მოთხოვნა, მათ შორის ის ხაზი, რომ რეალურად საქართველოს ჰყავს ერთი მტერი, რომელმაც ჩვენი ტერიტორიების ოკუპირება მოახდინა, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენ ვისმენთ საპირისპირო გზავნილებს.

 

ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ჩვენი სამხედროების, საქართველოს სახელმწიფო ეროვნული ინტერესების მოქმედება თავიდან ბოლომდე იყო გამართლებული და დამტკიცდა, რომ ჩვენი სამხედროები იცავდნენ საქართველოს ტერიტორიას. მმართველი პარტიის ადგილას რეზოლუციებზე არ ვისაუბრებდი, რადგან მმართველ პარტიას შევახსენებ, რომ მათ მხარი არ დაუჭირეს რუსეთის ტერორისტულ სახელმწიფოდ ცნობას, რომელიც სტრასბურგში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო. ამიტომ ვფიქრობ, რომ რეალურად მათი პროპაგანდისტული ხაზი ჩამოინგრა.

 

სახელმწიფო ამ შემთხვევაში უნდა იყოს ერთიანი. სახელმწიფოს ეროვნული ინტერესი არ ჰყოფს არც პოზიციას, არც ოპოზიციას, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს სრულიად სხვა ვითარება, როდესაც ხელისუფლება სამწუხაროდ, ამ გადაწყვეტილებასაც იყენებს საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ“,- განაცხადა დეკანოიძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები