
ავტორი
Front News საქართველო
ხელისუფლება საქართველოს მომავალს და ევროპულ პერსპექტივას ანაცვალებს მიხეილ სააკაშვილისადმი პირად შურისძიებას, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
მისი თქმით, აუცილებელია მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის მიზნით მისი სხვა ქვეყანაში გადაყვანა.
“ახლა ჩვენი უპირველესი ამოცანა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გადარჩენაა, აუცილებელია მისი დაუყოვნებლივ სხვა ქვეყანაში გადაყვანა. მე არ მჯერა ამ შუამდგომლობების დაკმაყოფილების, იმიტომ რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში მას არ ქონდა საშუალება რეალური სამედიცინო დახმარების მიღების. იგი არის სუსტად, ჩვენ ამაზე სულ ვსაუბრობთ და მათ შორის ჩვენს პარტნიორებთან.
სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში არის ხელისუფლება, რომელიც საქართველოს მომავალს და ევროპულ პერსპექტივას ანაცვალებს მიხეილ სააკაშვილისადმი პირად შურისძიებას“, – განაცხადა დეკანოიძემ.
პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა, ის სასამართლო პროცესზე შეუძლოდ გახდა და სამედიცინო დახმარების გაწევა დასჭირდა.
თაგები:
ხატია დეკანოიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს