Logo

ხატია დეკანოიძე – ხელისუფლებამ პრაქტიკულად მიხეილ სააკაშვილის სრულ იზოლაციაში გადაყვანა დააპირა

პოლიტიკა
30.12.2022 / 15:45
Frontnews image description

ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ხატია დეკანოიძე მიხეილ სააკაშვილთან პარლამენტის წევრების მონახულების შეზღუდვაზე პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

 

მისი თქმით, “ხელისუფლებამ პრაქტიკულად მიხეილ სააკაშვილის სრულ იზოლაციაში გადაყვანა დააპირა”. 

 

“მასთან გუშინ, გუშინწინ არ შეუშვეს მისი შვილები, დღეს პარლამენტის წევრებს შეგვეზღუდა უფლება მოვინახულოთ მიხეილ სააკაშვილი და ნებისმიერი ადამიანი, რომელიც იმყოფება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.

 

ეს სრული იზოლაცია, რომელიც დასრულდა კიდევ ერთი გადაწყვეტილებით, რომ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო, არის კონკრეტულად იმის დასტური, რომ მისი პოლიტიკური და ისევე როგორც ჰუმანური, ასევე, ჯანმრთელობის საკითხების იზოლაცია, არის ხელისუფლების საბოლოო გადაწყვეტილება, რაც გულისხმობს იმას, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდება”,- განაცხადა დეკანოიძემ.

 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები