ხატია დეკანოიძე - ხელისუფლების აღიარება იქნებოდა მაშინ, თუ საქართველოში ჩამოვიდოდა ვენსი, თუ საქართველოს ინტერესები იქნებოდა დაცული

ავტორი
Front News საქართველო
სწორედ ბიძინა ივანიშვილის, "ოცნების" პასუხისმგებლობითა და დანაშაულით გაწყდა სტრატეგიული თანამშრომლობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ხელისუფლების აღიარება იქნებოდა მაშინ, თუ საქართველოში ჩამოვიდოდა ჯეი დი ვენსი.
"სწორედ ბიძინა ივანიშვილის, "ოცნების" პასუხისმგებლობითა და დანაშაულით გაწყდა სტრატეგიული თანამშრომლობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან, მაშინ, როდესაც სომხეთისა და აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობა და სამშვიდობო დერეფანში პრეზიდენტ ტრამპის ინიციატივით მათი აქტიური ჩართვა, ეს არის მშვიდობიანი, გრძელვადიანი მშვიდობის, სტაბილურობისა და ეკონომიკური კეთილდღეობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრინციპი და ჩვენ ვიცით, რომ სომხეთში ამერიკული ინვესტიციები, მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოცულობით იქნება ნახევარგამტარების წარმოება.
საქართველოს ხელისუფლების აღიარება იქნებოდა მაშინ, თუ საქართველოში ჩამოვიდოდა ვენსი, თუ საქართველოს ინტერესები იქნებოდა დაცული და აშშ იქნებოდა ჩვენი უსაფრთხოების გარანტი", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
აშშ-ის ვიცე პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი დღეს სომხეთს, შემდეგ კი აზერბაიჯანს ეწვევა.
თაგები:
ხატია დეკანოიძე




