ხატია დეკანოიძე – ხელისუფლების ამოცანაცა და ვალიცაა, გაითვალისწინონ ევროპარლამენტის რეზოლუცია

ავტორი
Front News საქართველო
ხელისუფლების ამოცანაცა და ვალიცაა, გაითვალისწინონ ევროპარლამენტის რეზოლუცია, – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ასეთი მაღალი რანგის რეზოლუციაში მიხეილ სააკაშვილის სახელი ჩაიწერა და მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვენ.
“ნიშანდობლივი ჩანაწერია, ასეთი მაღალი რანგის რეზოლუციაში მიხეილ სააკაშვილი ასეთი კონტექსტით არის მოხსენიებული და მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვენ.
ვფიქრობ, ხელისუფლების ამოცანაცაა და ვალიცაა, გაითვალისწინონ ეს რეზოლუცია. ამ მძიმე კონტექსტში მიხეილ სააკაშვილი, როგორც უკრაინის მოქალაქე, პრეზიდენტი, რომელმაც ომი გამოიარა და დაუპირისპირდა პუტინს, რომელსაც ჯანმრთელობა ძალიან შერყეული აქვს, როდესაც ყველა ამბობს, რომ ეს ადამიანი გათავისუფლდეს და არა მხოლოდ ჰუმანიტარული მიზნებისთვის, ვფიქრობ, რომ ეს მათ შეიძლება კიდევ დაეხმაროს გადაწყვეტილების მიღებაში“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომლის მიხედვით რუსეთი ტერორის სახელმწიფოდ არის აღიარებული, ხოლო პუტინის ტყვეები, მათ შორის მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ.
თაგები:
ხატია დეკანოიძე




