ხატია დეკანოიძე – ხელისუფლების ჩანაფიქრი იყო საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერება


ავტორი
Front News საქართველო
ხელისუფლების ჩანაფიქრი იყო საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერება. ეს არის ივანიშვილის რუსული ხელისუფლების ძალიან კონკრეტული გამოხატულება, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ხელისუფლების ამ ჩანაფიქრს ხაზი ევროკომისიის წევრებმაც გაუსვეს.
“საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი გაიყინა და ეს არის ზუსტად საქართველოს ხელისუფლების, ივანიშვილის რუსული ხელისუფლების ძალიან კონკრეტული გამოხატულება.
ევროკომისია ნათლად ამბობს და ამასთან დაკავშირებით ხაზი გაუსვა გუშინ მნიშვნელოვან საკითხს საქართველოში ევროკომისიის ელჩმა, რომ ზუსტად არჩევნები და ზუსტად არჩევნების ის ძალიან მასშტაბური გაყალბება, ფარულობის დარღვევა და რა თქმა უნდა, ამაზე ხელისუფლების ყოველგვარი სულელური განცხადებები ხაზს უსვამს იმას, რომ, რა თქმა უნდა, ხელისუფლების ჩანაფიქრი იყო საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერება”, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
30 ოქტომბერს ევროკავშირის გაფართოების შესახებ ევროკომისიის ყოველწლიური ანგარიში გამოქვეყნდა, სადაც საუბარი იყო საქართველოზეც. ანგარიშის მიხედვით, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერდა. ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, საქართველოს მთავრობის მოქმედების კურსის გამო, პროცესი შეჩერებული იქნება იქამდე, სანამ საქართველო ევროკავშირისგან დაშორებას განაგრძობს.
თაგები:
ხატია დეკანოიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს