Logo

ხატია დეკანოიძე – ხვალ შეთქმულებას ვუწყობთ ბიძინა ივანიშვილს საარჩევნო ყუთთან, როდესაც ჩვენ არ ვხაზავთ “ქართულ ოცნებას”

პოლიტიკა
01.10.2021 / 13:16
Frontnews image description

ხვალ შეთქმულებას ვუწყობთ ბიძინა ივანიშვილს საარჩევნო ყუთთან, როდესაც ჩვენ არ ვხაზავთ “ქართულ ოცნებას”.  შეთქმულებას ვუწყობთ პუტინს, რუსეთს, დიახ, ჩვენ ვიმარჯვებთ და 3 ოქტომბერს უკვე ყველა ერთად ვზეიმობთ გამარჯვებას, – ამის შესახებ ქუთაისის მერობის კანდიდატმა ხატია დეკანოიძემ შემაჯამებელი ბრიფინგის დროს განაცხადა. 

 

მისი თქმით, ხვალ ამომრჩეველმა უარი უნდა უთხრას ოლიგარქიულ მმართველობას და მხარი დაუჭიროს დემოკრატიას.  

 

“ხვალ მივდივართ საარჩევნო ყუთთან და ხმას ვაძლევთ ნებისმიერს “ქართული ოცნების” გარდა, უარი ოლიგარქიას.  ხვალ ჩვენ უარი უნდა ვუთხრათ ბიძინა ივანიშვილს, იმის გამო, რა დღეშიც ჩააგდო ეს ქვეყანა.  ხვალ ყველა ერთად მივდივართ საარჩევნო ყუთებთან, მშვიდიად, წყნარად. მინდა ვუთხრა ყველა ჩვენს თანამემამულეს, ქუთაისის სახელით, რომელიც ემზადება გამარჯვებისთვის,  ჩვენ ხვალ ახალ საქართველოში დავიწყებთ ცხოვრებას, შეუქცევადობა დემოკრატიისკენ იქნება ნამდვილად გარდაუვალი.  ხვალ მივდივართ საარჩევნო ყუთთან და შეთქმულებას ვუწყობთ ბიძინა ივანიშვილს საარჩევნო ყუთთან, როდესაც ჩვენ არ ვხაზავთ “ქართულ ოცნებას”, შეთქმულებას ვუწყობთ პუტინს, რუსეთს, დიახ, ჩვენ ვიმარჯვებთ და 3 ოქტომბერს უკვე ყველა ერთად ვზეიმობთ გამარჯვებას “, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები