
ავტორი
Front News საქართველო
დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ უფრო გამძაფრდება მსოფლიო ლიდერების მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის ტრანსფერთან დაკავშირებით, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მოლდოვას პრეზიდენტის მაია სანდუს განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ანალოგიური განცხადების მოლოდინი აქვს პოლონეთის პრეზიდენტისგანაც.
“მაია სანდუ არის აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პროდასავლელი ლიდერი, რომელსაც ძალიან დიდ პატივს სცემს მთელი მსოფლიო და განსაკუთრებით, რა თქმა უნდა, ცივილიზებული სამყარო. მას აქვს ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის შესახებ, თუ რა მძიმე მდგომარეობაშია მისი ჯანმრთელობა. ეს იცის ყველამ და უკლებლივ ყველას პოზიცია აქვს, რომ მიხეილ სააკაშვილის ტრანსფერი, როდესაც მისი მდგომარეობა არ უმჯობესდება, არის აუცილებელი და ეს განაცხადა მაია სანდუმაც. დარწმუნებული ვარ, ეს ლიდერები „ქართულ ოცნებასთან“ ამის შესახებ პირად კომუნიკაციაშიც საუბრობენ. დარწმუნებული ვარ იმაშიც, რომ პრეზიდენტი დუდას დამოკიდებულებაც იქნება ზუსტად იგივე. კიდევ უფრო გამძაფრდება მოთხოვნა მსოფლიო ლიდერების მიერ, მათ შორის პირად საუბრებშიც“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
მოლდოვას პრეზიდენტმა მაია სანდუმ “ტვიტერზე” დაწერა, რომ სიტუაციის სიმძიმე მიხეილ სააკაშვილის შესაბამის საავადმყოფოში დაუყონებლივ გადაყვანას მოითხოვს.
თაგები:
ხატია დეკანოიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს