ხატია დეკანოიძე - კლანებს შორის დაპირისპირება, რომელიც ახალი არ არის, დაკავშირებულია ბიძინა ივანიშვილთან


ავტორი
Front News საქართველო
კლანებს შორის დაპირისპირება, რომელიც ახალი არ არის, დაკავშირებულია ბიძინა ივანიშვილთან, - ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილის ოჯახი კრიმინალურ საქმიანობაშია ჩართული.
"ბიძინა ივანიშვილის გარეშე კრიმინალური სამყაროს აღზევება და კლანებს შორის დაპირისპირებაში რომელიმე კონკრეტული კლანის ან ავტორიტეტების ინტერესების წამოწევა ვერ მოხერხდება. ბიძინა ივანიშვილი არის ადამიანი, რომელსაც უშუალოდ ჰყავს მიტაცებული ქვეყანა და სახელმწიფო, მისი შვილი ბერა ძალიან აქტიურად ერევა ძალოვანი უწყების სხვადასხვა სამინისტროების და ახლა განსაკუთრებით სუსის საქმიანობაში და ეს ახალი არ არის, ამიტომ, კლანებს შორის დაპირისპირება, რომელიც ახალი არ არის, დაკავშირებულია ბიძინა ივანიშვილთან", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
თაგები:
ხატია დეკანოიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს