
ავტორი
Front News საქართველო
ეს არის ორმაგი სტანდარტი, ფარისევლობა. კობახიძეს გადაწყვეტილი აქვს, რომ ერთ-ერთ ყველაზე ძვირად ღირებულ სასტუმროში ბერლინში გამართოს დამოუკიდებლობის დღისთვის მიძღვნილი ღონისძიება ჩვენს ხარჯზე, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
“ეს არის ორმაგი სტანდარტი. მათ უნდათ, რომ საქართველოს მოქალაქეებს შეუზღუდონ ჩვენი ქვეყნის მომავლის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ისტორიული მისია – ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაცია და ამ დროს კობახიძეს გადაწყვეტილი აქვს, რომ ერთ-ერთ ყველაზე ძვირად ღირებულ სასტუმროში ბერლინში გამართოს დამოუკიდებლობის დღისთვის მიძღვნილი ღონისძიება ჩვენს ხარჯზე, ბიუჯეტის ხარჯზე, იმ ადამიანების ხარჯზე, ვის იზოლაციაში ყოფნასაც ცდილობს.
ეს არის ორმაგი სტანდარტი, ფარისევლობა”, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს მთავრობა ბერლინში 21 ივნისს მიღებას გამართავს.
თაგები:
ხატია დეკანოიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს