Logo

ხატია დეკანოიძე - კონკრეტული მუშაობა ტარდება იმასთან დაკავშირებით, რომ ბიძინა ივანიშვილი "მაგნიტსკის სიაში" იყოს შეყვანილი

პოლიტიკა
248
Frontnews image description

კონკრეტული მუშაობა ტარდება იმასთან დაკავშირებით, რომ  ბიძინა ივანიშვილი "მაგნიტსკის სიაში" იყოს შეყვანილი, - ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკა უკვე ჩამოყალიბებულია “ქართულ ოცნების“ მიმართ.

"ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკა უკვე ჩამოყალიბებულია “ქართულ ოცნების“ რეჟიმის მიმართ და რუსული რეჟიმის განსახიერება, რომელიც არის „ოცნება“, არის ის საფრთხე, რაც საქართველოს მოქალაქეებს, ჩვენს ხალხს უდგას ძალიან მწვავედ და ამაში გადამწყვეტი როლი უნდა ითამაშოს აშშ-მა, მათ შორის სანქციებმა. იქნება ფინანსური სანქციები, რაზეც ჩვენ ძალიან დიდი ხანია, ვმუშაობთ. იქნება კონკრეტული სანქციები კონკრეტული ადამიანების მიმართ. ასევე, კონკრეტული მუშაობა ტარდება იმასთან დაკავშირებით, რომ ბიძინა ივანიშვილი "მაგნიტსკის სიაში" იყოს შეყვანილი", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.  

Advertisement