Logo

ხატია დეკანოიძე – მე გამოვიყენებ ყველა ბერკეტს, რაც მისი თავისუფლებისთვის იქნება აუცილებელი

პოლიტიკა
1271
Frontnews image description

საკრებულოს წევრები უნდა იყვნენ საკრებულოში და ყველა მიმართულებით გამოიყენონ საკუთარი შესაძლებლობები, თუმცა საბოლოოდ გუნდურად მივიღებთ გადაწყვეტილებას, – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა. 

 

მისი თქმით, ახლა მთავარი საკითხი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა და თავისუფლებაა, არა მანდატებზე საუბარი.

 

“ვიზიარებ სააკაშვილის წერილის შინაარს. მე და ჩემი მეგობრები ორი თვეა ველზე ვართ, პარლამენტში ბოიკოტი გვაქვს გამოცხადებული. პროცედურულ საკითხებზე გულწრფელად გეტყვით არ გვიმსჯელია, ეს გუნდურად უნდა გადაწყდეს. მათ შორის, ყველა ადამიანი ვინც არის პარტიაში და ფრაქციაში უნდა იყოს გუნდური თამაშის მონაწილე, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ ვართ გუნდი და ჩვენთვის უპირველესი საკითხი უნდა უნდა იყოს მიხეილ სააკაშვილის თავისუფლება და ამისთვის ყველანაიარ ბერკეტს გამოვიყენებთ.

 

ჩემი უშუალო პოზიცია არის, რომ საკრებულოს წევრები უნდა იყვნენ საკრებულოში და ყველა მიმართულებით გამოიყენონ საკუთარი შესაძლებლობები, თუმცა საბოლოოდ გუნდურად მივიღებთ გადაწყვეტილებას.

 

ვიმეორებ, რეჟიმის პირობებეში, რაც გვაქვს ყველაფერი უნდა გამოვიყენოთ. ახლა მთავარი საკითხი არის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა და თავისუფლება, არა იმაზე საუბარი, თუ ბოიკოტურ პარლამენტში ვინ უფრო ადრე დაწერს განცხადებას მანდატის შეწყვეტასთან დაკავშირებით. მე გამოვიყენებ ყველა ბერკეტს,  რაც მისი თავისუფლებისთვის იქნება აუცილებელი”, – განაცხადა დეკანოიძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები