ხატია დეკანოიძე – მე ხმა მივეცი დემოკრატიას, კოალიციურ მთავრობას, სიღატაკის, უმუშევრობის დაძლევას

ავტორი
Front News საქართველო
ხმა დემოკრატიას, კოალიციურ მთავრობას, სიღატაკისა და უმუშევრობის დაძლევას მივეცი, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ქუთაისის მერობის კანდიდატმა ხატია დეკანოიძემ ქუთაისში 117-ე საარჩევნო უბანზე განაცხადა, სადაც საკუთარი არჩევანი დააფიქსირა.
ხატია დეკანოიძის თქმით, ვისთვისაც სულერთი არაა ქვეყნის მომავალი, დღეს საარჩევნო უბანზე უნდა მივიდეს.
“მოვუწოდებ საქართველოს ყველა მოქალაქეს, ვისთვისაც სულერთი არაა, როგორი იქნება ჩვენი ქვეყნის მომავალი. მოვიდნენ არჩევნებზე და ხმა მისცენ ნებისმიერ პროდასავლურ პარტიას. თუ არ გვინდა, რომ ვიცხოვროთ გაღატაკებული ქვეყანაში, პრემიერ-მინისტრად წოდებული პირი ნება ყოველდღე ბიძინაობას გვილოცავდეს და სუსი ყოველდღე გვისმენდეს, ხმა მიეცით ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ. მე ხმა დემოკრატიას, კოალიციურ მთავრობას, სიღატაკის, უმუშევრობის დაძლევას მივეცი”, – აცხადებს ხატია დეკანოიძე.
თაგები:
ხატია დეკანოიძე
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


