Logo

ხატია დეკანოიძე – მეგობარი ქვეყნები ურჩევდნენ მას, რომ ეს შეიძლება, ახალი დაძაბულობის ფონი ყოფილიყო, ჩემთვის ეს არის კატასტროფა

პოლიტიკა
08.05.2023 / 13:20
Frontnews image description

დავით არახამია ვერ ჩამოვიდა საქართველოში კონკრეტულად იმ ანტიუკრაინული განცხადებების ფონზე, როდესაც მეგობარი ქვეყნები ურჩევდნენ მას, რომ ეს შეიძლება, ახალი დაძაბულობის ფონი ყოფილიყო, ჩემთვის ეს არის კატასტროფა, – ამის შესახებ დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ უკრაინის უმაღლესი რადას ფრაქცია “ხალხის მსახურის” თავმჯდომარის დავით არახამიას განცხადების კომენტირებისას აღნიშნა. 

 

“მიუხედავად იმისა, რომ უკრაინასთან მაკავშირებს ძალიან დიდი და მრავალმხრივი ურთიერთობა, საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის განცალკევება არ შეიძლებოდა და არ შეიძლება ამ ძალიან მძიმე მომენტში, როდესაც ჩვენ ევროპისკენ და ნატო-ში ინტეგრაციის ძალიან სერიოზულ ფაზას გავდივართ. ეს ძალიან აზარალებს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას. დიდი იმედი მაქვს, რომ საქართველოში არჩევნების შემდეგ იქნება ხელისუფლება, რომელიც რეალური სტრატეგიული პარტნიორი იქნება როგორც უკრაინის, ასევე მოლდოვის. ასევე, შეწყდება ანტიდასავლური და ანტიუკრაინული ისტერია.

 

ჩემი დიდი სურვილია, ისეთი ურთიერთობები დასრულდეს, როგორიც ახლა გვაქვს. ის ურთიერთობები აღდგეს, რომელიც საქართველოს უკრაინასთან აქვს. ქართველ ხალხზე ახლობელი, როგორც უკრაინელები ამბობენ, არავინ ეგულებათ. სამწუხაროა, რომ 24 თებერვლის შემდეგ სწორედ საქართველოს ხელისუფლებამ გახსნა ეს ანტიუკრაინული ცეცხლი უკრაინის მიმართ“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები