
ავტორი
Front News საქართველო
მიხეილ სააკაშვილის თავგანწირვა ემსახურება იმას, რომ ეს ქვეყანა ერთხელ და სამუდამოდ დაადგეს დემოკრატიის და განვითარების შეუქცევად გზას, რომ ეს ქვეყანა გახდეს ევროპული ოჯახის წევრი, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, ევროპული ოჯახისაკენ სვლის მთავარი მამოძრავებები ძალა არის ხალხში, საქართველოს მოსახლეობაში.
“თავისუფლება არის ის ძალა, რომელიც თითოეულ ჩვენთაგანს შეაძლებინებს შეუძლებელს, სწორედ ეს თავგანწირვბა აჩვენა მიხეილ სააკაშვილმა. საქართველოს სახელმწიფოს ძალიან დიდ სირცხვილია, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი არის ციხეში. საქართველოს სახელმწიფოს ძალიან დიდი სირცხვილია ის, რომ არსებობს ქვეყანაში პოლიტიკური მართლმსაჯულება, რომ ყველა ინსტიტუტი მიტაცებულია ერთი ადამინის მიერ.
მიხეილ სააკაშვილის თავგანწირვა ემსახურება იმას, რომ ეს ქვეყანა ერთხელ და სამუდამოდ დაადგეს დემოკრატიის და განვითარების შეუქცევად გზას, რომ ეს ქვეყანა გახდეს ევროპული ოჯახის წევრი. დიახ, ის ევროპული მისწრაფებები, რომლის მთავარი და უმთავრესი ძალა ხართ თქვენ საქართველოს მოსახლეობა”, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
რუსთაველის გამზირზე აქცია მიხეილ საკაშვილის გათავისუფლებისა და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით მიმდინარეობს.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს