
ავტორი
Front News საქართველო
მიხეილ სააკაშვილთან შესვლის შესაძლებლობა არ ეძლევა არავის, მათ შორის არც ოჯახის წევრებს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
მისი თქმით, კლინიკა „ვივამედში“ მოთავსებული მესამე პრეზიდენტის მოსანახულებლად დეპუტატებს ორშაბათიდან შეუშვებენ.
“მიხეილ სააკაშვილთან შესვლის შესაძლებლობა არ ეძლევა არავის, მათ შორის არც ოჯახის წევრებს.
გარკვეული კომუნიკაციის შემდეგ მივიღეთ კონკრეტულად პასუხი და დამოკიდებულება, რომ ის სქემა, რომელიც უნდა იყოს დეპუტატების შეშვებასთან დაკავშირებით, ამუშავედება ორშაბათიდან. მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ მანამ მისმა ოჯახის შევრებმა და ასევე თანაგუნდელებმა მოიხახულონ“, – განაცხადა დეკანოიძემ.
პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი გუშინ რუსთავის ციხიდან სამოქალაქო კლინიკაში გამოკვლევებისთვის გადაიყვანეს. ამ დრომდე უცნობია ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა.
თაგები:
ხატია დეკანოიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს