
ავტორი
Front News საქართველო
მინდა, გთხოვოთ და მოგიწოდოთ, გამოდით ქუჩაში ყველა. ეს არის დრამატული ვითარება და ძალიან მალე ჩვენ თუ არ ვიმოქმედებთ მტკიცედ, მაშინ ჩვენ ქვეყანას ვკარგავთ, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ეს ახლა არის გადამწყვეტი ნაბიჯი.
“ჩვენი გასაკეთებელი საქმე ჩვენ უნდა გავაკეთოთ, თითოეულმა ჩვენგანმა, ამიტომ, მინდა, გთხოვოთ და მოგიწოდოთ, გამოდით ქუჩაში ყველა. ეს არ არის სიტუაცია, როდესაც არაფერი ხდება, სიტუაცია არის დრამატული და ძალიან მალე ჩვენ თუ არ ვიმოქმედებთ მტკიცედ, ერთსულოვნად, ერთიანად, გაბედულად, მაშინ ჩვენ ქვეყანას ვკარგავთ. კიდევ ერთი თხოვნა, რაც მინდა ვთქვა, ეს არის ის, რომ არ შევყვეთ პროვოკატორებს, მოაგზავნიან, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრ პროვოკატორს, მაგრამ ჩვენ ვართ ერთიანი. ძალიან მშვიდად, ვრჩებით აქ, ეს არის 24-საათიანი პროტესტი. ეს არის გადამწყვეტი ნაბიჯი”, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
თაგები:
ხატია დეკანოიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს