
ავტორი
Front News საქართველო
გუშინ სცენაზე ვნახეთ პარანოიდული შიშებით შეპყრობილი ადამიანი, რომელსაც გადაწყვეტილი აქვს, ყველაფრის ფასად საქართველო მხოლოდ საკუთარი ოფშორის ზონად გადააქციოს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ გამოსვლაში სისუსტე და შიში ჩანდა.
“გუშინ სცენაზე ვნახეთ პარანოიდული შიშებით შეპყრობილი ადამიანი, რომელსაც გადაწყვეტილი აქვს, რომ ყველაფრის ფასად საქართველო მხოლოდ საკუთარი ოფშორის ზონად გადააქციოს. მას ეს სისუსტე და შიში ეტყობოდა ყველა მოქმედებაში, მაგალითად, ერთი კვირით ადრე ისინი აგროვებდნენ ხალხს მთელი საქართველოს მასშტაბით. მართლაც, მოაბილიზეს ყველა. ამ დროს, ვერ შეგროვდა იმდენი ხალხი, რამდენიც პროევროპულ აქციებზე ყოველდღე თბილისში გროვდება ხოლმე რამდენიმე საათის წინ დაანონსებულ აქციაზე.
არა სიძლიერე, არამედ მის გამოსვლაში დავინახე ერთი შეშინებული ადამიანი, რომელიც ეფარება მთელ თავის სადამსჯელო სტრუქტურას”, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
თაგები:
ხატია დეკანოიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს