Logo

ხატია დეკანოიძე – მიშას პატიმრობით ბიძინამ მოიშორა პოლიტიკური მტერი, ასუსტებს მასაც და ასუსტებს პარტიასაც

პოლიტიკა
24.10.2022 / 23:32
Frontnews image description

“მიშას პატიმრობით ბიძინამ  მოიშორა პოლიტიკური მტერი, ასუსტებს მასაც და ასუსტებს პარტიასაც”, – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა. 

 

დეკანოიძის თქმით, არ ფიქრობს, რომ იდეალური პოლიტიკოსია ან მისი პარტიაა იდეალური, თუმცა თვლის,  მათი მთავარი ამოცანა ოლიგარქიული რეჟიმის დამარცხებაა და ამ გზაზე წარმატებებიც აქვთ.  

 

“მიშას პატიმრობა ბიძინასთვის  არის ერთგვარი ინსტრუმენტი,  –    მან მოიშორა მტერი. მისი პატიმრობით ხედავს, რომ რეალურად ასუსტებს მასაც და ასუსტებს პარტიასაც – როდესაც ამხელა ეგზისტენციალური საფრთხეა, რა თქმა უნდა,  პარტია სუსტდება. ნამდვილად არ ვფიქრობ, რომ იდეალური პოლიტიკოსი ვარ, ან ჩვენი პარტიაა იდეალური, შეიძლებოდა მეტის გაკეთება, ან ნაკლების, ეს არავინ იცის, სხვის ადგილას რას გააკეთებდა, მაგრამ ჩვენ უნდა გვესმოდეს ერთი რამ, რომ ოპოზიცია სუსტი იქნება,  ვიდრე  არ იქნება ხელისუფლებაში. ჩვენი უშუალო ვალდებულებაა ხელისუფლებაში მოვიდეთ, ანუ კოალიციურად დავამარცხოთ ეს ხელისუფლება, ანუ, ოლიგარქიული რეჟიმი. მნიშვნელოვანია ჩვენ ის გამარჯვებები, რომელიც გვაქვს რეალურად, ვაჩვენოთ ადამიანებს“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ. 

 

მისი თქმით, ოპოზიციის  გამარჯვება იყო სტრასბურგში რეზოლუციის მიღება და ბიძინა ივანიშვილის გარემოცვისთვის სანქციების დაწესება. 

 

“სანქციებზე მუშაობა ახლა არ დაწყებულა.  2019 წელს სანქციებზე საუბრები გვქონდა ჩვენს პარტნიორებთან, რომ  ბიძინა ივანიშვილი მარტო ჩვენი დემოკრატიისთვის კი არ არის საფრთხე, ეს კაცი არის საფრთე რეგიონული უსაფრთოებისთვის“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

Advertisement