
ავტორი
Front News საქართველო
“ნაციონალური მოძრაობის“ სახელით მოსაუბრე ფიქციას შევახსენებ, რომ მე ფრაქციას აღარ ვმართავ, პარტიაშიც აღარ ვარ რამდენიმე თვე, – ამის შესახებ ოპოზიციონერი დეპუტატი ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში წერს.
“ამიტომ მისმა რჩეულმა პარტიამ სტრასბურგის გადაწყვეტილების შემდეგ, შეუძლია დატოვოს პარლამენტი. ჩემი წინააღმდეგობა ნამდვილად არ იქნება. რაც შეეხება სხვა შეკვეთილ სიბინძურეს, მსგავსი წულუკიანი/ხაინდრავასგან უკვე მოსმენილი მაქვს (ქუთაისს მიმართავდნენ ადგილობრივი არჩევნების წინ), ამიტომ უხარისხო, მდარე სისულელე არ მაინტერესებს“, – წერს დეკანოიძე.
თაკო ჩარკვიანმა გუშინ სოციალურ ქსელში დაწერა: „ხატია დეკანოიძე, უპირობოდ ნებაყოფლობითი პაიკი ადეიშვილ-მერაბიშვილისა, ფინანსებზე ძლიერ დამოკიდებული, დღეს რომ თავს იკლავს, ადრე რატომ არ გაგვიგია ერთი სიტყვა რაიმე დანაშაულზე“.
თაგები:
ხატია დეკანოიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს