ხატია დეკანოიძე – მოვისმინეთ, რომ ეს არის ხელისუფლება, რომელსაც საქართველო ღიად მიჰყავს რუსეთისკენ

ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს ხელისუფლება არ წარმოადგენს საქართველოს დემოკრატიის განვითარების გარანტს და ეს არის ხელისუფლება, რომელსაც საქართველო ღიად მიჰყავს რუსეთისკენ, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ეს არის ძალადობრივი ხელისუფლება, რომელიც საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოებაზე არ ზრუნავს.
“ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი, რაც ჩვენ გუშინ მოვისმინეთ, ეს იყო შემდეგი: პირველი – საქართველოს ხელისუფლება არ წარმოადგენს საქართველოს დემოკრატიის განვითარების გარანტს და ეს არის ხელისუფლება, რომელსაც საქართველო ღიად მიჰყავს რუსეთისკენ.
მეორე – საქართველოს ხელისუფლება არ წარმოადგენს საქართველოს მოქალაქეების, ქართველი ხალხის ნებას და კონგრესზე გასაგებად იყო ნათქვამი, რომ ქართველი ხალხი გამოდის პროტესტით ევროინტეგრაციის მიზნით და ეს წერია ჩვენს კონსტიტუციაში და მესამე – საქართველოს ხელისუფლება ეს არის ძალადობრივი ხელისუფლება, რომელიც საფრთხეს უქმნის საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოებას და კეთილდღეობას”, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
აშშ-ის კონგრესში გუშინ MEGOBARI Act-თან დაკავშირებით იმსჯელეს. საუბარი შეეხო საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და ამასთან დაკავშირებით სანქციებს და სავიზო შეზღუდვებს.
თაგები:
ხატია დეკანოიძე




