
ავტორი
Front News საქართველო
ხატია დეკანოიძე “ნაციონალურ მოძრაობას” ტოვებს.
მისივე თქმით, პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს.
“ხშირ შემთხვევაში გვიწევს ისეთი გადაწყვეტილებები, რომელიც შეიძლება, ყველას არ მოეწონოს. მე რომ გუშინ ეს ვთქვი, გამოიწვია ძალიან დიდი გულისწყრომა.
ვფიქრობ, რაღაცა ეტაპი უნდა დასრულდეს ჩემი და პარტიის ურთიერთობის, ალბათ, ეს თანამშრომლობა დასრულდება. ვერ გეტყვით დროს და მომენტს. ეს ლოგიკურია იმის შემდეგ, რაც მე გუშინ ვთქვი.
პოლიტიკიდან არ ვაპირებ წასვლას. როდესაც ოფიციალურად დადგება ასეთი გადაწყვეტილება, ეს არ ნიშნავს, რომ ვინმეზე ნაკლები შეიძლება გავაკეთო მიშასთვის ან ნიკასთვის. ჩემთვის ეს პრინციპის და ღირსების საკითხია, სადაც არ უნდა ვიყო, ეს საკითხი ყოველთვის მნიშვნელოვანი იქნება“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ “ტვ პირველის” ეთერში.
თაგები:
ხატია დეკანოიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს