ხატია დეკანოიძე – “ნაციონალური მოძრაობა” თბილისში სხვა პარტიებს უთმობს ასპარეზს მაჟორიტარულ ოლქებში


ავტორი
Front News საქართველო
“ერთიანი ნაიცონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ ოპოზიციამ “ოცნების” რეჟიმის დასამარცხებლად ერთობლივი ძალებით უნდა იბრძოლოს.
მისივე განმარტებით, სწორედ ამიტომ, “ნაციონალური მოძრაობა” თბილისში სხვა პარტიებს უთმობს ასპარეზს მაჟორიტარულ ოლქებში.
“მიუხედავად განსხვავებებისა, ჩვენ მზად ვართ, ერთმანეთთან ვითანამშრომლოთ ქვეყნის მომავლისთვის, იმიტომ რომ თვითმმართველობის არჩევნები არის უმნიშვნელოვანესი გზა ვადამდელი არჩევნების მისაღწევად, რომ ეს ხელისუფლება ჩამოვაცილოთ მმართველობას, იმიტომ რომ ქვეყანა არის საფრთხეში.
“ნაციონალური მოძრაობა” თბილისში სხვა პარტიებს უთმობს ასპარეზს მაჟორიტარულ ოლქებში. აქაც მნიშნელოვანია კოორდინაცია, რადგან ჩვენ ვიცით, რომ მეორე ტურები აღარ არის, ამიტომ ოპოზიციური ამომრჩეველი მაქსიმალურად უნდა იყოს ერთი მაჟორიტარი კანდიდატის გარშემო გაერთიანებული. ჩვენ უნდა დავარწმუნოთ ყველა ამომრჩეველი, რომ მივიდნენ და ამ ადამიანებს დაუჭირონ მხარი”, – აცხადებს დეკანოიძე.


ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს