ხატია დეკანოიძე – ნიკა მელია ყველაზე ახლოს არის ამ წუთას, იყოს ოპოზიციის ერთიანი კანდიდატი


ავტორი
Front News საქართველო
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ ოპოზიცია არჩევნებზე, სავარაუდოდ, საერთო კანდიდატს დაასახელებს და ეს დიდი ალბათობით, ნიკა მელია იქნება.
დეკანოიძის განმარტებით, საბოლოო გადაწყვეტილება პარასკევს გახდება ცნობილი.
“გულწრფელად გეტყვით, ნიკა მელია ყველაზე ახლოს არის ამ წუთას, იყოს ოპოზიციის ერთიანი კანდიდატი, თუმცა, კვირის ბოლომდე ნებისმიერი კონტური უნდა გამოიკვეთოს. უფრო სწორად, ეს კვირა არის საბოლოო კვირა, ბოლო დღეები, როცა ჩვენ დეტალებზე ვსაუბრობთ უკვე სხვა ოპოზიციურ პარტიებთან. აქ ყველა პარტიაა ჩართული, როგორც საპარლამენტო ძირითადი ოპოზიციური ძალები, ასევე არასაპარლამენტო პარტიები. რამდენიმე შინაარსობრივი ფორმულა დაგვრჩა მათთან გასავლელი, ამიტომ, ვფიქრობთ, პარასკევს, საღამოს უნდა წარვსდგეთ საზოგადოების წინაშე”, – აცხადებს ხატია დეკანოიძე.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს