
ავტორი
Front News საქართველო
მომავალ წელს, როცა ვაშინგტონის სამიტი იქნება, სადაც ნატო-ში უკრაინის გაწევრიანების საკითხი დადგება, ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველოს ნატო-ში დაჩქარებული გაწევრიანების გეგმა ჰქონდეს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
“სამწუხაროდ, ოკუპირებულ და ასპირანტ საქართველოს არ მიეცა დაჩქარებული გაწევრიანების გეგმა ისევე, როგორც უკრაინას. ეს მეტწილად “ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობაა, რომელიც მიმართავს ანტიდასავლურ, ანტინატო კამპანიას და ქვეყანაში ჩავარდნილია ის რეფორმები, რომლის განხორციელებასაც ნატო დიდი ხანია, გვთხოვდა. ეს ეხებოდა კანონის უზენაესობას, დემოკრატიას და ა.შ.
მომავალ წელს, როცა ვაშინგტონის სამიტი იქნება, სადაც ნატო-ში უკრაინის გაწევრიანების საკითხი დადგება, ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველოს ნატო-ში დაჩქარებული გაწევრიანების გეგმა ჰქონდეს“, – განაცხადა დეკანოიძემ.
თაგები:
ხატია დეკანოიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს