
ავტორი
Front News საქართველო
“ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ხატია დეკანოიძის განცხადებით, NDI-ის კვლევის შედეგები ოპოზიციისთვის დასაფიქრებელია.
“ეს კვლევა ძალიან სიღრმისეულია. ორი სიტყვით ამის შეფასება გამიჭირდება. ოპოზიციისთვის ნამდვილად დასაფიქრებელია. გაცილებით მეტი მუშაობა გვმართებს კონკრეტულად ადამიანებთან. ესაა სხვადასხვა სეგმენტი, მაგალითად, ფასები ძალიან სერიოზული პრობლემაა, განათლება.
თბილისში ყოველი მეოთხე საზღვარგარეთ წასვლას ფიქრობს. საქართველოს ხელისუფლებისადმი ნდობა, სიყვარული კი – არა, ეს ნიშნავს, რომ ადამიანები იბრძვიან თვითგადარჩენისთვის და სწორედ ამიტომ ეძებენ ყველა საშუალებას, რომ საკუთარი ოჯახები უზრუნველყონ. მათ შორის, რაც ჩემთვის პირველი გზავნილია და ძალიან დიდი შეშფოთების საგანი, ეს არის საქართველოს ეკონომიკის რუსეთის ეკონომიკაზე დამოკიდებულება და რუსეთის მოქალაქეების შემოდინებაზე დამოკიდებულება“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
თაგები:
ხატია დეკანოიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს