ხატია დეკანოიძე – პაპუაშვილმა უარი მითხრა საპატიმრო დაწესებულებაში პროტესტის დროს დაკავებული მომენახულებინა

ავტორი
Front News საქართველო
ოპოზიციონერი დეპუტატის ხატია დეკანოიძის განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარემ არ მისცა უფლება, საპატიმროში აქციების ერთ-ერთი მონაწილე ომარ ოკრიბელაშვილი მოენახულებინა.
“შალვა პაპუაშვილმა უარი მითხრა დეპუტატის უფლებამოსილების ფარგლებში საპატიმრო დაწესებულებაში მომენახულებინა პროტესტის დროს დაკავებული ომარ ოკრიბელაშვილი, რომელსაც ემუქრება 6 წლამდე პატიმრობა და ციხეშიც ცუდ პირობებში იყო. ამაზე წერდა ნანუკაც და საუბრობდა მედია”, – წერს დეკანოიძე.
<iframe src=”https://www.facebook.com/plugins/post.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Fkhatia.dekanoidze.7%2Fposts%2Fpfbid031314Nq2QWMvm4zn3F7wPLueWdyAF7nbDNhgbdXKViFTbkZ9a7DSVncmD6eRM247Ll&show_text=true&width=500&is_preview=true” width=”500″ height=”425″ style=”border:none;overflow:hidden” scrolling=”no” frameborder=”0″ allowfullscreen=”true” allow=”autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share”></iframe>
თაგები:
ხატია დეკანოიძე




