Logo

ხატია დეკანოიძე – პარლამენტის დატოვებაზე ვერ დავეთანხმები, ჩვენ გამოვიდეთ, ვიღაცა დარჩეს, მგონია, რომ ეს არაფრისმომცემია

პოლიტიკა
477
Frontnews image description

პარლამენტის დატოვებაზე ვერ დავეთანხმები, ჩვენ გამოვიდეთ, ვიღაცა დარჩეს, მგონია, რომ ეს არაფრისმომცემია, – ამის შესახებ  საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ხატია დეკანოიძემ განაცხადა. 

 

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეთანხმება იმაში, რომ ეს ხელისუფლება შესაცვლელია, მაგრამ რაც შეეხება პარლამენტის დატოვებას,  ამ ეტაპზე ეს გაუმართლებელია.   

 

“პირველი, რა თქმა უნდა,  ვეთანხმების მიშას იმაში, რომ ეს ხელისუფლება უნდა შეიცვალოს და ამ ხელისულფების პირობებში დიდ გარღვევა დასავლეთის მიმართულებით წარმოუდგენელია, რაც შეეხება პარლამენტს,  ამაზე ვერ დავეთანხმები.  რაღაცას აქვს კულმინაცია და  ეს კულმინაცია უნდა შეიქმნას. ჩვენ გვინდა თუ არ გვინდა, მოგვწონს თუ არ მოგვწონს, უნდა დავარწმუნოთ ადამიანები იმაში, რომ ამ ხელისუფლებას ეს ქვეყანა მიყავს რუსეთისკენ, რომ ამ ხელისუფლებას რწმენა არ აქვს უკრაინის გამარჯვების, რომ არ ჯერა პუტინის დამარცხების… 

 

არ მესმის,  ყველა კრიზისის დროს რატომ არის პარლამენტის დატოვებაზე საუბარი.  რაღაც კულმინაციამდე უნდა მივიდეთ, როდესაც შესაძლებელი იქნება ოპოზიციური ძალების სრული ერთობით პარლამენტის დატოვება. რაც შეეხება იმას, რომ ჩვენ გამოვიდეთ, ვიღაცა დარჩეს,  მგონია, რომ ეს არის არაფრისმომცემი“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ. 

 

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე ოპოზიციას პარლამენტის დატოვებისაკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა, მისივე თქმით, აუცილებელი ხელისუფლების შეცვლა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები