Logo

ხატია დეკანოიძე – პოლიტიკური შურისძიება დავასრულოთ და გამოცხადდეს მორატორიუმი ყველა პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეზე

პოლიტიკა
661
Frontnews image description

დავიწყოთ იმით, რომ პოლიტიკური შურისძიება დავასრულოთ და გამოცხადდეს მორატორიუმი ყველა პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეზე – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ დემოკრატიის სამიტზე გაკეთებული განცხადების კომენტირებისას აცხადებს.

 

მისი თქმით, ეთანხმება პრეზიდენტის იდეას და ყველამ მაქსიმალური უნდა გააკეთოს, რომ ეს შერიგება შედგეს. 

 

“მე გულწრფელად რომ ვთქვა, პოზიტიურად ვუყურებ ამ იდეას, რაც  უნდა დამოკიდებულება მქონდეს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიმართ, ვფიქრობ, რომ რეკონსილაცია არის უმნიშვნელოვანესი ჩვენი ევროატლანტიკური კურსის მიმართულებით. ამიტომ ჩვენი იდეა იქნებოდა, თუ ყველას ჩართულობას აპირებს ქალბატონი პრეზიდენტი, მე მივესალმები მხოლოდ და მხოლოდ რაც უნდა დაპირისპირებულები მხარები ვიყოთ, ერთიანობა არის ის იდეა რაც მიგვიყვანს ჩვენ ევროპულ ოჯახში გაერთიანებისკენ, მოდით,  დავიწყოთ იმით, რომ პოლიტიკური შურისძიება დავასრულოთ და გამოცხადდეს მორატორიუმი ყველა პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეზე,  რაც გულისხმობს იმას, რომ მართლმსაჯულების ძალიან მნიშვნელოვან რეფორმამდე.  არც კი ვისურვებდი, რომ ამ სასამართლომ რომელიმე ჩვენი ოპონენტის საქმე წამოიწყოს. მე ნამდვილად არ მინდა, რომ რომელიმე ჩემი ოპონენტი იყოს იმ სასამართლოს პირობებში, რომელიც გვაქვს.

 

მე ვუყურებ ამას პოზიტიურად, ყველამ მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ რომ ეს კონსილაცია შედგეს. ჩვენ ვსაუბრობდით შერიგებაზე და ძალიან მნიშვნელოვანია მორატორიუმი შედგეს პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებზე”, -განაცხადა ხატია დეკანოიძემ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ეთერში.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები