
ავტორი
Front News საქართველო
პოლიცია სპეცაღჭურვილობით, პატრული, კრიმინალური პოლიცია თუ უბრალო უბნის ინსპექტორი, ყველა საშინლად იღლება, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში წერს.
“მეგობრებო, როგორც პოლიციის ყოფილმა უფროსმა, შემიძლია გითხრათ, რომ პოლიცია სპეცაღჭურვილობით, პატრული, კრიმინალური პოლიცია თუ უბრალო უბნის ინსპექტორი – ყველა საშინლად იღლება.
ისინი 24 საათი განმავლობაში სამუშაო რეჟიმში არიან, ავტობუსში ისხდებიან თუ გდდ-ს ბაზაზე – განსაკუთრებული მნიშვნელობა ამას არ აქვს.
ფიზიკურად გამომფიტავია მუდმივ სტრესში, სიცივეში და სპეცაღჭურვილობით დაძაბული ყოფნა. პასუხისმგებლობაც და დავალებებიც ღლის.
მათ არ შეუძლიათ სახლში წასვლა, ვერ იკვებებიან კარგად, ეძინებათ.
თან, როგორც წესი, გულში უფროსობით აუცილებლად უკმაყოფილოები არიან.
ძალიან იღლებიან და არანაირი მითოლოგია მათ უკან არ არსებობს.
მათი რაოდენობა სასრულია. ჩვენი არა”, – წერს დეკანოიძე.
თაგები:
ხატია დეკანოიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს