
ავტორი
Front News საქართველო
პრეზიდენტი ზელენსკი თანახმაა, საქართველოს პარლამენტს ჩაერთოს და საქართველოს საზოგადოებას პარლამენტიდან მიმართოს, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიცია ერთიანია ამ საკითხში, რაც შეეხება უმრავლესობას, იმედოვნებს, რომ მათი სოლიდარობა უკრაინის დროშის გამოსახულებიანი პირბადის ტარებით არ შემოიფარგლება.
“ოპოზიციამაც გააჟღერა ეს ინიციატივა და მე მქონდა კომუნიკაცია პრეზიდენტ ზელენსკის ადმინისტრაციასთან და ისინი მზად არიან და პრეზიდენტი თანახმაა, საქართველოს პარლამენტს ჩაერთოს და საქართველოს საზოგადოებას პარლამენტიდან მიმართოს. ოპოზიცია შევთანხმდებით ამ სურვილში, ყველა ერთად ვართ. ვერ გეტყვით, რა გადაწყვეტილებას მიიღებს უმრავლესობა. იმედია, რომ მათი სოლიდარობა უკრაინის დროშის გამოსახულებიანი პირბადის ტარებით არ შემოიფარგლება. საგარეო პოლიტიკის ჭრილში ძალიან ცუდი იქნება, თუ საქართველოს პარლამენტი პრეზიდენტს უარს ეტყვის ჩართვაზე“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს